"ოცნება" კრემლის სამსახურში დგას - კუპრაძე
"ქართული ოცნება" კრემლის სამსახურში მდგომი პარტიაა" - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე "ტვ პირველის" ეთერში საუბრობს. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი თვლის, რომ ოჩამჩირეში რუსული ფლოტის არსებობა მეორე ფლოტის გახსნას ნიშნავს.
"ქართული ოცნება" მუშაობს იმაზე, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის მოაგროვოს საკმარისი ხმა. სალომე ზურაბიშვილი დღეს არის ერთადერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც შინაარსიანად საუბრობს საქართველოს ევროინტეგრაციაზე. ამის გამო იმპიჩმენტის პროცესის დაწყება სრული საბოტაჟი"- თქვა კუპრაძემ.
რაც შეეხება "ქართული ოცნების" მხრიდან სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესებს, კუპრაძე ამბობს, რომ პრეზიდენტი ერთადერთი ერთადერთი უმაღლესი თანამდებობის პირია, რომელიც ცდილობს, საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ევროპული ქვეყნების ლიდერებს შინაარსიანად ესაუბროს.
ისინი კრემლის სამსახურში მდგომი პარტია არიან. აფხაზეთში სამხედრო ბაზის გაჩენის საკითხი ძალიან მძიმე ნაბიჯია. "ქართულმა ოცნებამ" მეორე ფრონტი გადმოიტანა საქართველოს ტერიტორიაზე, რათა დაბომბოს უკრაინის სუვერენული ტერიტორია. "ქართულმა ოცნებამ" და რუსეთმა გახსნეს მეორე ფრონტი აფხაზეთში და ეს ყველაფერი ღირსებაშესალახია - აღნიშნა კუპრაძემ.
პუტინის მორიგი დიდი პროვოკაცია. ოკუპანტის სახელმწიფო ოჩამჩირეში სამხედრო საზღვაო ძალების ბაზის აშენებას გეგმავს, რაც ფაქტობრივად რუსეთის საზღვაო ძალების თავშესაფრად იქნება გამოყენებული. რატომ არის ეს საქართველოსთვის საგანგაშო მდგომარეობა? ამ გემებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პუტინს აქვს მცდელობა საომარი მოქმედებები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადმოიტანოს.