ამ სასაცილო ბიჭებმა, კუდრაჭებმა არ იციან სულისკვეთება - დოლიძე "ოცნებაზე"

06.10.23 23:54
ამ სასაცილო ბიჭებმა, კუდრაჭებმა არ იციან სულისკვეთება - დოლიძე "ოცნებაზე"

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე ამბობს, რომ 2012 წელს ხელისუფლებაში მოსული "ქართული ოცნება" დღევანდელი მმართველი პარტიისგან ფასეულობებით რადიკალურად განსხვავდება.

დოლიძის აზრით, იმისათვის, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველო თანაბარ სუბიექტად მიიჩნიოს, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ქმედებებს ფასი უნდა დაედოს.

ამ სასაცილო ბიჭებმა, ამ კუდრაჭებმა არ იციან სულისკვეთება. ის "ოცნება", რომელიც 2012 წელს მოვიდა სხვა ოცნება იყო, რომელიც დღეს ხელისუფლებაში არ არის.  რუსეთი ჩვენ არასდროს არ მიგვიჩნევს თანაბარ სუბიექტად. ერთადერთი გზა, რომ რუსეთისგან რაიმე მიიღო, მის თვალში უნდა აიწიო, ფასი უნდა დაადო შენ ქმედებას - აღნიშნა ანა დოლიძემ.

პუტინის მორიგი დიდი პროვოკაცია. ოკუპანტის სახელმწიფო ოჩამჩირეში სამხედრო საზღვაო ძალების  ბაზის აშენებას გეგმავს, რაც ფაქტობრივად რუსეთის საზღვაო ძალების თავშესაფრად იქნება გამოყენებული. რატომ არის ეს საქართველოსთვის საგანგაშო მდგომარეობა? ამ გემებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ  პუტინს აქვს მცდელობა საომარი მოქმედებები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადმოიტანოს. 

მსგავსი სიახლეები