პრეზიდენტი ვეტო კარვების კანონპროექტზე, დასტურია, რომ შანტაჟი "ოცნების" მხრიდან ვერ შედგება - კუპრაძე

07.10.23 11:35
პრეზიდენტი ვეტო კარვების კანონპროექტზე, დასტურია, რომ შანტაჟი "ოცნების" მხრიდან ვერ შედგება - კუპრაძე

"ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის მხრიდან კარვების კანონპროექტზე ვეტოს დადება მოსალოდნელი იყო.

კუპრაძის თქმით, ზურაბიშვილის ვეტო კარვების კანონპროექტზე, კიდევ ერთი დასტურია, რომ შანტაჟი "ოცნების" მხრიდან ვერ შედგება

ზურაბიშვილის მხრიდან ვეტოს დადება კარვების კანონპროექტზე იყო მოსალოდნელი. როცა "ოცნება" სჩადის დანაშაულს, ხალხის გაბრაზება ყოველდღიურად მატულობს და შესაბამისად, მათ ეშინიათ ამ ბრაზის გამოვლინების საპროტესტო აქციებზე, რის გამოც ღებულობენ შემზღუდავ და ანტიდემოკრატიულ კანონმდებლობას. ვეტოს გამოყენება კარვების კანონპროექტთან დაკავშირებით კიდევ ერთი დასტურია, რომ შანტაჟი "ოცნების" მხრიდან ვერ შედგება". - განაცხადა კუპრაძემ.

მსგავსი სიახლეები