საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით სარგებლობის უფლება ენიჭება

07.10.23 11:45
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით სარგებლობის უფლება ენიჭება

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატებმა მოამზადეს და პარლამენტს განსახილველად 9 ოქტომბერს წარედგინება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით სარგებლობის უფლება ენიჭება.

პარლამენტის მოქმედი რეგლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარდგენისა და სიტყვით გამოსვლის ასეთ პროცედურას ადგენს: -პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით მხოლოდ ფრაქციათა თავმჯდომარეები გამოდიან.

დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, ფრაქციათა თავმჯდომარეების გამოსვლის დასრულების შემდეგ, ტრიბუნას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დაიკავებს. 

რეგლამენტში ასევე კეთდება ჩანაწერი, რომლის მიხედვით, თარიღის ცვლილება შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

 

მსგავსი სიახლეები