პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა იზრდება

07.10.23 11:51
პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა იზრდება

პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა იზრდება - რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, რომელიც „ქართული ოცნების" დეპუტატებმა მოამზადეს, ნაცვლად ხუთისა, პარლამენტს შესაძლოა შვიდი ვიცე-სპიკერი ჰყავდეს.

მოქმედი რეგლამენტით, პარლამენტის სპიკერატში უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის ორ-ორი კვოტაა განსაზღვრული, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციისთვის განკუთვნილი ორი ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან ერთი ვიცე-სპიკერის კვოტა ვაკანტურად რჩება.

ვიცე-სპიკერების რაოდენობის ზრდა პარლამენტის ხარჯებს ზრდის. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გასამრჯელოს ოდენობა 6 340 ლარია. მას ჰყავს სამდივნო და ემსახურება ავტომობილი.

მსგავსი სიახლეები