კობახიძის მორიგი გართობა და ხუმრობა - მანჯგალაძე პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებზე

07.10.23 13:46
კობახიძის მორიგი გართობა და ხუმრობა - მანჯგალაძე პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებზე

ირაკლი კობახიძის მორიგი გართობა და ხუმრობა - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს.

კობახიძის თქმით, "ოცნება" ჩამოშლის პირასაა, რადგან თავის დეპუტატებს არ ენდობა და ცდილობს ამ გზით ისინი გააკონტროლოს.

სახელობითი ნიშნავს, რომ არ ენდობიან თავის გუნდის წევრებს. აბა ოპოზიცია ვის მისცემს და ვის არა ხმას, არც სჭირდებათ და თავისები რომ გააკონტროლონ პირველი ამისთვის უნდათ, ეს ჩამოშლის ნიშანია. კიდევ ერთი საკითხია, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან, აქაც გაკეთდა ჩანაწერი, რომ  თარიღის ცვლილება შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ და უმრავლესობის ლიდერს, კობახიძეს მიეცეს შესაძლებლობა ფრაქციის თავმჯდომარეებთან ერთად გამოვიდეს ბოლოს შემაჯამებელი სიტყვით. ანუ, ამას დავარქვათ, ირაკლი კობახიძის მორიგი გართობა და ხუმრობა. ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს, ამას ზარქუამ, მასხარა რომ ჰყავთ, დაარქვა უსინდისოდ პოპულიზმი და ვიცე-სპიკერების დამატება არის ეროვნული საქმე". - აცხადებს მანჯგალაძე. 

გახდება თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კენჭისყრა ღია - ქართული ოცნებას რეგლამენტში ცვლილებები შეაქვს. ახალი პროექტის მიხევდით, თანამდებობის პირების არჩევასა და მათი თანამდებობის გადაყენების შესახებ, კენჭისყრა სხდომათა დარბაზში ფარულის ნაცვლად ღიაა გახდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი პარლამენტამდე მივა, ყველა გაიგებს, ვინ დაუჭირა მხარი ზურაბიშვილის გადაყენებას. გარდა ამისა, უფლებამოსილებები ეზრდება ირაკლი კობახიძეს. პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ, საბოლოო სიტყვას, სხდომათა დარბაზში სწორედ უმრავლესობის ლიდერი იტყვის. 
იზრდება ვიცე სპიკერების რიცხვიც, რაც დამატებითი ხარჯებია.

მსგავსი სიახლეები