"ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან" - საგარეო საქმეთა სამინისტრო

07.10.23 14:17
"ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან" - საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამ დროის მონაცემებით, ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. 

"ისრაელში საქართველოს საელჩო ხაზზეა საქართველოს მოქალაქეებთან...ამ დროის მონაცემებით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა ვაგრძელებთ კონტაქტს მოქალაქეებთან და ისრაელის შესაბამის სამსახურებთან", – აღნიშნულია განცხადებაში.

"ჰამასმა" ომი დაიწყო. საპასუხოდ ისრაელის არმიამ კონტრტერორისტული ოპერაცია რკინის ხმლები წამოიწყო. ღაზის სექტორიდან მხოლოდ ოც წუთში ისრაელისკენ 5000 რაკეტა გადაისროლეს. საავადმყოფოები დაჭრილებით არის გადავსებული. არის მსხვერპლიც. 

ტერორისტების სამიზნე სამხედრო ობიექტების გარდა, დასახლებული პუნქტებიც გახდა. სახლები დანგრეულია, აეროპორტები ჩაკეტეს. ხალხი უსაფრთხო ადგილებს ეძებს. ყველაზე მძიმე ვითარებაა სამხრეთშია.  ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ რომ საჰაერო დარტყმებს ღაზაში "ჰამასის" ობიექტებზე ამ წუთებშიც  ახორციელებენ.

მსგავსი სიახლეები