პრეზიდენტის ესკორტი ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან - ექსკლუზიური კადრები "მელაძის შაბათში" (ანონსი)

07.10.23 14:42
პრეზიდენტის ესკორტი ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან - ექსკლუზიური კადრები "მელაძის შაბათში" (ანონსი)

 

 

 

პრეზიდენტის ესკორტი ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან - ექსკლუზიური კადრები ნახეთ, დღეს საღამოს 8 საათზე, "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში.

ვისთან მივიდა სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის პროცესის დასრულების შემდეგ.

დაცვის წინააღმდეგობის მიუხედავად, "შაბათის ეთერის" კამერამ გადაიღო სალომე ზურაბიშვილის და მისი პირადი მცველების გადაადგილება გზაზე, რომელიც ივანიშვილის ერთი რეზიდენციიდან მეორეს უერთდება. 

რა სათადარიგო გეგმა დევს ორბელიანების სასახლეში, თუ ზურაბიშვილს გადააყენებენ - იქნება თუ არა პრეზიდენტი, გიორგი გახარიას გუნდთან ერთად ახალი მოძრაობის ლიდერი და თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლიდან ოპოზიციის ახალ ლიდერად მოგვევლინება, ვისიც შეცვლის მას "ქართული ოცნება"? 

დღეს, მთავარი პოლიტიკური მოვლენის უთქმელი ამბავი ნახეთ, "ნოდარ მელაძის შაბათში".

მსგავსი სიახლეები