იწყებს თუ არა მელია დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს? - რას ამბობს ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე
იწყებს თუ არა ნიკა მელია დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს? - "ნაცმოძრაობის" ყოფილი
თავმჯდომარე ამ წუთებში, თანამოაზრეებთან შეხვედრას მართავს.
სასტუმრო "ბილტმორში" მივიდა ხატია დეკანოiძე, აკაკი მინაშვილი, კობა ნაყოფია, ნუგზარ წიკლაური და სხვები. შეხვედრაზე დამსწრე "ნაცმოძრაობის" ყველა ყოფილი ან ჯერ კიდევ მოქმედი წევრი, არ გამორიცხავს, რომ უახლოეს დღეებში ახალი პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნოს.
დღეს ყველაზე მეტად იმაზე ისაუბრებენ, როგორ შეიცვალა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ხაბეიშვილის მმართველობის პირობებში.
მელიას თქმით, იქნება იქ, სადაც ხალხის ინტერესი იქნება ასახული.
მჯერა რომ გამარჯვება იქნება და ქვეყნის გამარჯვებაში მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ. აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა ამ ფორმატში შეკრება, სადაც ვისაუბრებთ ბევრ საკითხზე, მათ შორის პარტიაში შექმნილ ვითარებაზეც ვისაუბრებთ. ასევე ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე და როგორ ვხედავთ, ამ კრიზისის დაძლევის გზებს. მე ვიქნები იქ, სადაც იქნება ხალხის ინტერესი ასახული და პოლიტიკაში ხალხის ინტერესის ასახვა, ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულად გადამწყვეტი". - ამბობს ნიკა მელია.