მარტო ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ხვალვე გავაკეთებდი ახალ პარტიას - ბაჩო დოლიძე
ენმ-ს წევრი ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ენმ-ს დღევანდელ კონფიგურაციაში დიდი გამარჯვების მოპოვების არ სჯერა.
დოლიძე პირდაპირ აცხადებს, რომ მარტო მასზე რომ იყოს დამოკიდებული, ხვალვე გააკეთებდა ახალ პარტიას.
პოლიტიკა საჭიროებს უფრო მეტ გაბედულობას და უფრო მეტ სითამამეს. მარტო ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ხვალვე გავაკეთებდი ახალ პარტიას, დავაანონსებდი. იმიტომ რომ არ მჯერა იმ კონფიგურაციაში, რა კონფიგურაციაც დღეს ენმ-ში შექმნა, რომ დიდი გამარჯვების მოპოვება შეიძლება, მაგრამ მე მჯერა იმ ხალხის, რომელიც აქ არის შეკრებილი". - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
იწყებს თუ არა ნიკა მელია დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს? - "ნაცმოძრაობის" ყოფილი
თავმჯდომარე ამ წუთებში, თანამოაზრეებთან შეხვედრას მართავს.
სასტუმრო "ბილტმორში" მივიდა ხატია დეკანოiძე, აკაკი მინაშვილი, კობა ნაყოფია, ნუგზარ წიკლაური და სხვები. შეხვედრაზე დამსწრე "ნაცმოძრაობის" ყველა ყოფილი ან ჯერ კიდევ მოქმედი წევრი, არ გამორიცხავს, რომ უახლოეს დღეებში ახალი პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნოს.
დღეს ყველაზე მეტად იმაზე ისაუბრებენ, როგორ შეიცვალა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ხაბეიშვილის მმართველობის პირობებში.
მელიას თქმით, იქნება იქ, სადაც ხალხის ინტერესი იქნება ასახული.