ენმ-ში, მე ვერ ხვედავ ერთიანობის ვერანაირ იმედს და მომავალს - დეკანოიძე

07.10.23 16:13
ენმ-ში, მე ვერ ხვედავ ერთიანობის ვერანაირ იმედს და მომავალს - დეკანოიძე

ენმ-ში, მე ვერ ხვედავ ერთიანობის ვერანაირ იმედს და მომავალს - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო “ბილტმორში” განუცხადა, სადაც პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია თანამოაზრეებთან ერთად შეხვედრას მართავს.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ნიკა მელიას თხოვნით მივიდა.

დეკანოიძის განცხადებით, ასრულებდა და ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„მე აქ მოვედი ნიკას და ჩემი მეგობრების თხოვნით. იცით, რომ ეს ადამიანები დიდი ხანი ჩემი თანამებრძოლები იყვნენ. ერთად ვიბრძოლოთ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ იმედი მაქვს, რომ ერთად გავაგრძელებთ ბევრ ადამიანთან ბრძოლას. ენმ-ში, მე ვერ ხვედავ ერთიანობის ვერანაირ იმედს და მომავალს. ნიკასთან მქონდა საუბარი, ასევე ძალიან ბევრ ჩემ მეგობართან, რომელიც დღეს აქ იქნება და ძალიან მაინტერესებს მათი მოსაზრებები, როგორია მათი დამოკიდებულება. ამ ბრძოლაში ყველა ადამიანის მოსაზრებას და პოზიციას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნიკა ასრულებდა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. ”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

მსგავსი სიახლეები