მელია დარჩება თუ წავა, დაპირისპირებების და ესკალაციის შემდეგ, ენმ, როგორც ერთიანი პარტია აღარ არსებობს - სარჯველაძე

07.10.23 16:21
მელია დარჩება თუ წავა, დაპირისპირებების და ესკალაციის შემდეგ, ენმ, როგორც ერთიანი პარტია აღარ არსებობს - სარჯველაძე

ნიკა მელია დარჩება თუ წავა, დაპირისპირებების და ესკალაციის შემდეგ, ენმ, როგორც ერთიანი პარტია აღარ არსებობს - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას პარტიაში აღარ დაედგომება

„ბატონი მელია თუ მოინდომებს, გავიდეს ცალკე იმუშაოს და ასე შემდეგ, როგორც ჩანს, ამის მოტივაცია ბევრი აქვს. ჯერ ერთი, მას იმ პარტიაში აღარ დაედგომება, სადაც ის იყო. მგონია, რომ მის მიერ ნათქვამი საყვედურები მისი მოქმედი თუ ყოფილი თანაპარტიელების მიმართ, მართებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ვინმესთან მორალური უპირატესობა აქვს, რადგან იმათგან ნათქვამი ბრალდებებიც, სამწუხაროდ, ასევე მართებულია. დარჩებიან თუ გავლენ, მაგალითად, ამ დროის განმავლობაში, ვიდრე ისინი რჩებიან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ერთიანი, კონსოლიდირებული პოლიტიკური პარტია. ერთიანი ხედვით, ეს ასე არ არის.

იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც პიკს მიაღწია ესკალაციამ, ერთმანეთისადმი ბრალდებებმა და დაპირისპირებამ ამ პარტიაში, ამის შემდეგ ეს პარტია, როგორც ერთიანი, აღარ არსებობს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მსგავსი სიახლეები