მნიშვნელოვანია, ვის რა პოზიცია გააჩნია, არ იყოს დაფარვადი, მეტია დადებითი ღია კენჭისყრაში - სარჯველაძე

07.10.23 16:26
მნიშვნელოვანია, ვის რა პოზიცია გააჩნია, არ იყოს დაფარვადი, მეტია დადებითი ღია კენჭისყრაში - სარჯველაძე

"ოცნებას" პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შეაქვს - მმართველი გუნდი ხსნის, რომ  მეტია დადებითი ღია კენჭისყრაში.

მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ვის რა პოზიცია გააჩნია, არ იყოს დაფარვადი და საზოგადოებამ ამის შესახებ იცოდეს.

პრაქტიკამ დაადასტურა, რომ მეტია დადებითი ღია კენჭისყრაში, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, ძალიან დიდი დეფიციტი გაჩნდა ჩვენ ყოფაში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისა. მნიშვნელოვანია, ვის რა პოზიცია გააჩნია, ეს არ იყოს დაფარვადი და საზოგადოებას ამის შესახებ ჰქონდეს ინფორმაცია". - ამბობს სარჯველაძე.

გახდება თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კენჭისყრა ღია - ქართული ოცნებას რეგლამენტში ცვლილებები შეაქვს. ახალი პროექტის მიხევდით, თანამდებობის პირების არჩევასა და მათი თანამდებობის გადაყენების შესახებ, კენჭისყრა სხდომათა დარბაზში ფარულის ნაცვლად ღიაა გახდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი პარლამენტამდე მივა, ყველა გაიგებს, ვინ დაუჭირა მხარი ზურაბიშვილის გადაყენებას. გარდა ამისა, უფლებამოსილებები ეზრდება ირაკლი კობახიძეს. პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ, საბოლოო სიტყვას, სხდომათა დარბაზში სწორედ უმრავლესობის ლიდერი იტყვის. 
იზრდება ვიცე სპიკერების რიცხვიც, რაც დამატებითი ხარჯებია.

მსგავსი სიახლეები