არაადამიანობას სამყაროში ადგილი არ უნდა ჰქონდეს, საქართველო სოლიდარობას უცხადებს ისრაელს - პრეზიდენტი
არაადამიანობას სამყაროში ადგილი არ უნდა ჰქონდეს, საქართველო სოლიდარობას უცხადებს ისრაელს - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელზე "ჰამასის" მიერ განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
სალომე ზურაბიშვილი შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო.
"ღრმად შეშფოთებული ვარ ისრაელში განვითარებული ბოლო ესკალაციისა და უდანაშაულო ადამიანების დაკარგვით. საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს ამ რთულ მომენტში. ტერორსა და არაადამიანობას თანამედროვე სამყაროში ადგილი არ უნდა ჰქონდეს," -
- წერს ზურაბიშვილი