იქნება თუ არა პრეზიდენტი გიორგი გახარიასთან ერთად, ახალი მოძრაობის ლიდერი?
პრემიერი პრეზიდენტს დაზავებას სთავაზობს - რა გზას აირჩევს სალომე ზურაბიშვილი, "ოცნების" წიაღში დაბრუნებას, თუ მარტო სვლას ევროპულ გზაზე?
რა სათადარიგო გეგმა დევს ორბელიანების სასახლეში, თუ სალომე ზურაბიშვილს გადააყენებენ - იქნება თუ არა პრეზიდენტი გიორგი გახარიას გუნდთან ერთად, ახალი მოძრაობის ლიდერი?
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მჭიდრო კავშირშია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან.
კითხვაზე, ვიხილავთ თუ არა ექს-პრემიერთან ერთად, სალომე ზურაბიშვილს, გახარიას გუნდში "ტვ პირველს" ეუბნებიან, რომ "უნდა დაველოდოთ".
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ზურაბიშვილი რომელიმე პოლიტიკური გუნდის ლიდერობას არ აპირებს. პრეზიდენტი მის გარემცვას ეუბნება, რომ მისი ინტერესია, შეიქმნას პროევროპული მოძრაობა.