პუტინის ბანკირს საქართველოში ქონება 2 საათში დაურეგისტრირეს - ჟურნალისტური გამოძიება

07.10.23 21:32
პუტინის ბანკირს საქართველოში ქონება 2 საათში დაურეგისტრირეს - ჟურნალისტური გამოძიება

აღმოჩენილის პუტინის ბანკირის ბიზნესი და მილიონიანი უძრავი ქონება საქართველოში - "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, "გაზპრომ ბანკის" პირველი ვიცე-პრეზიდენტი სერგეი მედნოვი ჩვენს ქვეყანაში ოთარ ფარცხალაძის ხაზით შემოვიდა. 

"ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ის ნოტარიუსიც იპოვა, ვინც 2023 წლის 2 თებერვალს მედნოვის ქართული კომპანიის დოკუმენტები დაამოწმა. დოკუმენტში, რომელიც შორენა ხაინდრავამ დაამოწმა წერია, რომ პუტინის გარემოცვის წევრი ნოტარიუსში თავად იყო მისული. 

სერგეი მედნოვი, პუტინის გარემოცვისთვის შემთხვევითი ფიგურა არ არის. მას დიდი ნდობა და გავლენები აქვს. "გაზპრომ ბანკის" პირველ ვიცე-პრეზიდენტს, მანამდე ჰქონდა ჩაბარებული პუტინის კარის სანქცირებული ოლიგარქების რუსული კომპანიები "მაილ რუ", უფრო მანამდე კი რუსული "ალფა ბანკი". ის თავს რუსული საბაკო სისტემის მშენებელს უწოდებს. 

"შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ პუტინის გარემოცვის სანქცირებული ოლიგარქების ბიზნესების მმართველი, საქართველოში რუსეთის აგენტობაში მხილებულმა ოთარ ფარცხალაძემ შემოიყვანა. 

აი დოკუმენტები - კომპანია "სმაილ ინვესთმენთის" დირექტორი, რომელსაც რუსი ბანკირი ფლობს, ლეო ბოკერიაა. 23 წლის ლეო ბოკერია იყო, "გაზპრომ ბანკის" ვიცე-პრეზიდენტის წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროში 2023 წლის 2 თებერვალს კომპანიის დაფუძნების დროს. 

ვინ არის ლეო ბოკერია?! - ის ოთარ ფარცხალაძის მოსკოველი ბიზნესპარტნიორის რომან ბოკერიას შვილი. რომან ბოკერია და ოთარ ფარცხალაძე მოსკოვში ერთად ფლობენ კომპანიას რომელიც ამერიკული სანქციების სიაში მოხვდა.

რას საქმიანობს რუსი ოლიგარქების ბიზნესების მმართველის კომპანია საქართველოში და ვინ ჩამოიყვანა მედნოვი თბილისში? კომპანიის დირექტორი რომელიც საბუთების მიხედვით ერთპიროვნული მმართველია, "შაბთის ეთერს" არ პასუხობს. 

ჩნდება კითხვა, თუ საქართველოში დაფუძნებულ  კომპანიას და ამ კომპანიის საბანკო ანგარიშებს, რუსული "გაზპრომ ბანკის" ვიცე-პრეზიდენტი შავის საქმეებისთვის არ იყენებს, რატომ არის გასაიდუმლოებული ბიზნეს საქმიანობის დეტალები?  

საინტერესოა, კიდევ ერთი დეტალი, "შაბათის ეთერმა" მოიპოვა დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ რუსული "გაზპრომ ბანკის" პირველი ვიცე პრეზიდენტმა  ქონების შეძენა საქართველოში კომპანიის დაფუძნებამდე თვე ნახევრით ადრე დაიწყო. 

ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება, რომ ოთარ ფარცხალაძის მოსკოველი პარტნიორის რომან ბოკერიას ვაჟმა 2022 წლის 19 დეკემბერს, სერგეი მედნოვისთვის ცაგარლის ქუჩაზე ოთხ სართული შენობა იყიდა. ქონება სერგეი მედნოვის და ნატალია კოშჩინას სახელზე გადაფორმდა. მედნოვი და მისი პარტნიორი ამ დროს თბილისში არ იყვნენ, ქონების ყიდვისას მინდობილი პირი მაშინაც ლეო ბოკერია იყო.

იგორ ვალობუევი, რომელიც "გაზპრომ ბანკის" ვიცე პრეზიდენტი იყო და პოსტი პუტინის ბანკში დემარშით უკრაინასთან ომის შემდეგ დატოვა "შაბათის ეთერს" უყვება, რომ "გაზპრომის" ნებისმიერი  მაღალჩინოსანი, გაზპრომიდან  თუ რუსული სპეცსამსახურების ნებართვა არ ექნებოდა სხვა ქვეყანაში ვერც ბიზნესს დაიწყებდა და ვერც ფულს გადაიტანდა. 

რას საქმიაბობის საქართველოში პუტინის პირადი ბანკის ვიცე პრეზიდენტის კომპანია, რომელიც ომის შემდეგ დაფუძნდა?

"ბი ბი სი", "დოიჩე ველე" და ახლა უკვე "შაბათის ეთერი"- ბალაბოეივი, რომლის მხილებების სერიამ მსოფლიო მედია მოიარა გვიყვება, რომ საქართველოში პუტინი ტრადიციული ხერხით მოქმედებს.  "ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას მის თამაშს ათამაშებს, ქართულ მმართველ ელიტას ჩუმად რომ იყვნენ ფულის კეთების შესაძლებლობას აძლევს". 
 

მსგავსი სიახლეები