ისრაელის თავდაცვის უფლება არ შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს - ზელენსკი
ვინც ტერორს მიმართავს, ან აფინანსებს მას არის დამნაშავე მთელი მსოფლიოს წინაშე - ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელში განვითარებულ მოვლენებს.
მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის უფლება არ შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს:
მსოფლიოში არსად შეიძლება ტერორიზმს შანსი მიეცეს, რადგან ტერორი ყოველთვის არის დანაშაული არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან მისი კონკრეტული მსხვერპლის, არამედ კაცობრიობის, როგორც ასეთის და მთელი ჩვენი სამყაროს წინააღმდეგ. ვინც ტერორს მიმართავს, ან აფინანსებს მას არის დამნაშავე მთელი მსოფლიოს წინაშე.
ისრაელის თავდაცვის უფლება არ შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს. ამ ტერაქტის ყველა გარემოება უნდა დაზუსტდეს, რათა მსოფლიომ იცოდეს და პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც თავდასხმის წამქეზებელია და მონაწილეობდა მის ორგანიზებაში. ყველა სიცოცხლეს აქვს მნიშვნელობა! ჩვენ ვგმობთ ტერორიზმის ყოველგვარ გამოვლინებას"- ამბობს ზელენსკი.