ვგმობ ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე ტერორისტულ თავდასხმას - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისლამისტური მოძრაობა “ჰამასის” თავდასხმას ისრაელზე გმობს. ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტი სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა.
ვგმობ ისრაელის სახელმწიფოსა და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, სიცოცხლის ხელყოფასა და ადამიანებისთვის სერიოზული დაზიანებების მიყენებას. გულითად სამძიმარს ვუცხადებ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა დაშავებულს.