ჩვენი ფიქრები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებთან და ახლობლებთანაა - საგარეო ისრაელზე თავდასხმას გმობს

07.10.23 19:40
ჩვენი ფიქრები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებთან და ახლობლებთანაა - საგარეო ისრაელზე თავდასხმას გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელზე თავდასხმას გმობს და მთავრობასა და ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ საზარელ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელის სახელმწიფოზე, რამაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა და გამოვხატავთ სოლიდარობას ისრაელის მთავრობისა და ხალხის მიმართ. ჩვენი ფიქრები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებთან და ახლობლებთანაა. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", - წერს სამინისტრო. 

მსგავსი სიახლეები