საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა - საქართველოს ელჩი ისრაელში
ისრაელში საქართველოს სრულფულებიანი ელჩი ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ დიპლომატიურ უწყებაში ინფრომაცია არ შესულა. დიპლომატის თქმით, საელჩო მუდმივ კავშირზეა საქართველოს საგარეო უწყებასა და ასევე ისრაელის პოლიციასთან.
საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. მუმდივ კონტაქტზე ვართ როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროს სამსახურთან, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე ისრაელის პოლიციასთან. რამდენიმე ჩვენი მოქალაქო გუშინ უსაფრთხო ადგილზე იქნა გადმოყვანილი. 3 არის ანტანიაში, 1-ია თელავივში. ისინი, ვინც ვერ დაბრუნდნენ, საქართველომ საელჩოს დახმარებით უზრუნველყო სასტუმროთი. ბავშვები არიან პედაგოგებთან ერთად, რომლებიც ფესტივალზე იყვნენ ჩამოსულები. კაარგად არიან, - ამბობს საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია.