რეგლამენტში შესატანი ცვლილებები ხმის მიმცემთა გაკონტროლებას ემსახურება - ნიკა მელია
რას ემსახურება რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები? - ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ეს ფაქტი ხმის მიმცემთა გაკონტროლებას ემსახურება. საუბარია კენჭისყრების ღიად და გამჭვირვალედ ჩატარებაზე.
ნიკა მელიას თქმით, "ოცნებას" სურს იცოდეს, ვინ დაუჭერს რეალურად მათი გუნდიდან მხარეს პრეზიენტის იმპიჩმენტს.
ეს ემსახურება ხმის მიმცემთა გაკონტროლებას. თუ რაიმე ვალდებულად აქვს მავანს აღებული „ქართული ოცნების“ წინაშე, უნდა დადასტურდეს ღიად, რომ ამა თუ იმ ადამიანმა ნამდვილად მიაჭირა ღილაკს „კის“. რომელი დეპუტატი ვერ ეტყვის უარს, ვერ გაუძლებს ცდუნებას, მომდევნო დღეებში დავინახავთ, - ამბობს მელია.