"ოცნების" პოლიტიკური შოუ და ყურადღების გადატანის მცდელობა - დათუნაშვილი ღია კენჭისყრებზე
"ოცნების" მიზანი ღია კენჭისყრებათან დაკავშირებით "ლელოს" წევრის, თამაზ დათუნაშვილისთვის გაუგებარია. ოპოზიციის წევრი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება შოუს მართავდეს, რათა მთავარი საკითხებიდან ყურადღება გადაიტანოს.
ბუნდოვანია ამ პოლიტიკური პროცესის წამოწყების მთავარი მიზანი, შესაბამისად, ზუსტად რას ხარშავს „ოცნება“ იმპიჩმენტის კვოტას, ეს არის პოლიტიკური შოუ და მასკარადი იმისთვის, რომ ყურადღება მთავარი თემებიდან გადაიტანოს თუ ეს არის მართლა რაღაცა შიდა პოლიტიკური ვენდეტა, ამის შესახებ მართლა არ ამქვს კონკრეტული ინფორმაცია. ზოგადად ის, რომ ფარულობას მოხსნის ამ კენჭისყრას და ყველა ადამიანი დაფიქსირდება, ვინც მისცემს იმპიჩმენტს ხმას ან არ მისცემს, ხო, შეიძლება ეს რაღაცა პროპაგანდისტული მიზნებისთვის ჰქოდნეს გასაზღვრული, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.