რამდენი ადამიანი დააკავეს ოკუპანტებმა უკანონოდ? - კგბ-სა და სუსის განსხვავებული სტატისტიკა
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმი დაკავებულთა სტატისტიკას აქვეყნებს. ე.წ. უშიშროების სამსახური იტყობინება, რომ მხოლოდ გასული 9 თვის განმავლობაში 376 დამრღვევი დააკავეს. ყველას ეგრედწოდებული საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. ამ სტატისტიკაში, სავარაუდოდ, ქართული სოფლებიდან უკანონოდდდ გატაცებული ადამიანები მოიაზრებიან, თუმცაა კგბ-სა და სუსის მონაცემები ერთამენთს არ ემთხვევა.
ლილუაშვილის უწყების სტატისტიკა ასე გამოიყურება: 2023 წლის სექტემბერის ჩათვლით უკანონოდ რუსებმა 25 ქართველი დააკავეს, საიდანაც 5 ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. 28-ჯერ დაფიქსირდა უკანონო ბორდერიზაცია.