აზერბაიჯანის პრეზიდენტი თბილისშია - ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება
ილჰამ ალიევი თბილისშია. ზერბაიჯანის პრეზიდენტი ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვდება. ღარიბაშვილი და ალიევი პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. აზერბაიჯანის პრეზიდენტი თბილისში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.
რა თემებზე უნდა იმსჯელონ პრემიერმა და პრეზიდენტმა ჯერჯერობით უცნობია.
ილჰამ ალიევის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა. ბოლო 21 წლის განმავლობაში ეს საქართველოშ ილჰამ ალიევის მეორე ვიზიტია.