ინფრასტრუქტურული პროექტები და საქართველო, როგორც მედიატორი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის - რაზე ისაუბრეს ღარიბაშვილმა და ალიევმა

08.10.23 15:39
ინფრასტრუქტურული პროექტები და საქართველო, როგორც მედიატორი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის - რაზე ისაუბრეს ღარიბაშვილმა და ალიევმა

აზერბაიჯანი, ყაზახეთი და საქართველო რკინიგზის მოდერნიზაციაზე მუშაობას იწყებენ. ალიევი - ღარიბაშვილის ერთობლივ ბრიფინგზე  თქვეს, რომ დაგეგმილია ერთობლივი პროექტები, რომელიც პორტებისა და გზების მშენებლობას ითვალისწინებს.

ალიევმა ასევე,  ფაშინიანის მთავრობას სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით შეთავაზება თბილისიდან გაუგზავნა. იმ შემთხვევაში თუ სომხეთი აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეთავაზებას მიიღებს, შეხვედრის ადგილი ნეიტრალური ზონა, საქართველო იქნება. ირაკლი ღარიბაშვილი მზადაა, შეასრულოს მედიაციის როლი და დაეხმაროს ბაქოსა და ერევანს კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში.

გამოწვევები კვლად რჩება. პრობლემები არსებობს. სამხრეთ კავკასიაში მშვიდოდაა დასამყარებელი. დღეს ამაზეც ვისაუბრეთ. ახლა სწორედ ამის დროა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ისევე, როგროც საქართველოა ჩვენი მხარდამჭერი.საერთაშორისო სამართლის დარღვევები სრულად მიუღებელია. სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერობების ნორმალიზებაზე გვქინდა საუბარი. ყარაბაღის მეორე კონფლიქტის შემდეგ აღვადგინეთ სუვერენიტეტი, ახლა კი სამშიდობო შეთანხმებაზე უნდა ვიმუშაოთ სომხეთთან. საქართველო სომხეთისა და აზერბაიჯანის ცალმხრივი ცართულობით არის მუშაობა საჭირო. დადგა დრო, მოგვეცა მომენტი, რომ ეს შანსი არ დავკარგოთ. როგორც იცით, დღეს რამდნეიმე ქვეყანა ფასილიტატორი როლში არიან. საქართველოსა და აზერბაიჯანს აქვს მიმღებლობის პოზიცია. ჩემი იდეა იმაშ მდგომარეობს, რომ ყველაზე სწორი არჩევანი საქართველოს ცართულობა იქნება. პრემიერი გვთავაზობს ფასილიტატორის როლს. ახლა ნაბიჯს სომხეთისგან ველოდებით. თუ მათი ნებაც იქნება, დავიწყებთ საქართველოში სამმხრივ შეხვედრებს. გვაქვს სურვილი, მივიღოთ მონაწილეობა ანაკლიის პორტის მშენებლობაში, შეგვიძლია ყულევის პორტიც გავაფართოოთ, - განაცხაა ილჰამ ალიევმა ერთობლივ ბრიფინგზე, რომელიც კოჯორში გაიმართა. 

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერმა თქვა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტში საქართველოს ნეიტრალური პოზიცია უკავია, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ თბილისი აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მიესალმება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული პრობლემები საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა თავად უნდა მოაგვარონ.

იმედი მინდა გამოვთქვა, რომ სომხეთთან ძალიან მალე გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება. ჩვენ, საქართელოს, ამ პროცესში ყოველთვის გვეკავა ნეიტალური, მიუკერძოებელი პოზიცია. ჩვენ ახლაც მზად ვართ, რომ ჩვენი წვლილი, როლი შევიტანოთ ამ მედიაციის თუ იქნება ეს ფასილიტაციის თუ ზოგადად, მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში. სამხრეთ კავკასისს სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი გავითარება, ვიწყებთ ძალიან მალე ახალი ანაკლიის პორტის მშენებლობას. ბოლო ფაზის დასრულების შემდეგ პორტის გამტარიანობა იქნება 100 მლნ ტონა. ასევე ადსრულება ძალიან მალე აღმოსავლეთ-ასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. ყველა ამ პროექტში ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან, - განაცხადა პრემიერმა.  

მსგავსი სიახლეები