ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი რუსული ხელისუფლებს ჩამოშორებაა - ხაბეიშვილი

08.10.23 16:31
ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი რუსული ხელისუფლებს ჩამოშორებაა - ხაბეიშვილი

ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ჩვენს სახელმწიფოს რუსული პარტია წარმოადგენს, - ამისშესახებ ენმ-სტავმჯდომარე საუბრობს. ლევან ხაბეიშილის თქმით, უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია რუსული ხელისუფლების მოშორებაა. 

ჩვენდა სამწუხაროდ, არ არსებობს დღეს ობიექტური შესაძლებლობა იმის, რომ მოვიწვიოთ მაგალითად უსაფრთხოების საბჭო, ვინ დააკომპლექტებს? ივანიშვილს ბანკირები, ღარიბაშვილი, სუს-ის უფროსი ლილუაშვილი, რომელიც ასევე „ფეესბესთან“ თანამშრომლობს. „ფეესბეს“ აგენტ ფარცხალაძეს რომ იცავს სუს-ის უფროსი, ჩემთვის ან საზოგადოებისთვის დამაჯერებელი იქნება ამ ადამიანების შეკრება? და ეს რაიმე ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი შეკრება იქნება, როცა რუსეთის „ფეესბეს“ გავლენის აგენტები შეიკრიბებიან? ჩვენი პრობლემა არის ის, რომ დღეს ჩვენ სახელმწიფოს წარმოადგენს რუსული პარტია და ერთადერთი უსაფრთხოების გარანტი რაც შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის არის ამ რუსების მოშორება.  საქართველო დგას ისტორიული არჩევანის წინაშე და ჩვენდა სამწუხაროდ, ამ დროს გვყავს რუსული ხელისუფლება, საფრთხეა ის, რომ საქართველო განიცდის რუსიფიკაციას და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ვიფიქროთ, ევროპულ მომავალზე და საბოლოო ჯამში გადაწყდეს პრობლემა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უსაფრთხოების, ამის ნაცვლად რუსეთი, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის დიდ ტერორისტულ დაჯგუფებად გადაიქცა და მათ შორის სამხედრო დამნაშავედ არის პუტინი გამოცხადებული, იმასთან თანამშრომლობს ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს ხელისუფლება, ამ ხალხთან აღადგინეს ფრენები, ამ ახლახან მეგობრობს ღარიბაშვილი და ივანიშვილი. ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული საფრთხე რასაც ისინი აკეთებენ, ამიტომ ამ საფრთხის განეიტრალება შეიძლება ერთადერთ შემთხვევაში - როცა რუსული პარტია ჩამოშორდება მართვის სადავეებს.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა
 

მსგავსი სიახლეები