"ოცნება" პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემლობას აჩვენებს - ხაბეიშვილი ალიევის ვიზიტზე

08.10.23 17:43
"ოცნება" პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემლობას აჩვენებს - ხაბეიშვილი ალიევის ვიზიტზე

რატომ არ შეახვედრეს ზურაბიშვილი ალიევს? - ენმ-ს თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ხელისუფლება ამას მიზანმიმართლად აკეთებს. ლევან ხაბეიშილის თქმით, "ოცნება" ახლა  პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემლობას დემონსტრირებს, რაც  ქვეყნის იმიჯს აზიანებს. 

ინსტიტუტებს ექცევიან ასე მიზანმიმართულად და ანახებენ მათ შორის, ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს, რომ ისინი სახელმწიფოში, პრეზიდენტის ინსტიტუტს, ამ შემთხვევაში, არ სცემენ პატივს, რაც ცხადია, ანტისახელმწიფოებრივი და ცხადია, ცუდად მოქმედებს ჩვენი ქვეყნის იმიჯზე, მათ შორს, ქვეყნის გარეთ, - ამბობს ხაბეიშვილი.  

წელს, უკვე მეორედ, საქართველოს პრეზიდენტს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჩამოსვლა დაუმალეს.  

მსგავსი სიახლეები