"კურიოზული ამბავია ტრაგიკული ელფერით" - გიგი წერეთელი პრეზიდენტისთვის ალიევის დამალვაზე
კურიოზული ამბავია ოღონდ ტრაგიკული ელფერით, - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი სალომე ზურაბიშვილისთვის აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციის დამალვას.
ოპოზიცის წევრი ამბობს, რომ ხელისუფლება ახლა პრეზიენტის ინსტიტუტის დაკნინებას ცდილობს.
კურიოზული ამბავია ოღონდ ტრაგიკული ელფერით, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა არ იცის, მეორე პრეზიდენტი რომ ჩამოდის მეზობელი ქვეყნის. ასეთი მნიშვნელოვანი ქვეყნის, სტრატეგიული პარტნიორის, ქვეყნის უახლოესი მეგბრის და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, იმაზე, რომ ხელისუფლების, ამ სისტემის პირობებში ინსტიტუციური დაკნინება არის ამოცანა და ეს შიდა ბრძოლები, რომელიც არის გამართული ოლიგარქის ირგვლივ, მის კარზე, - ამბობს გიგი წერეთელი.