ზურაბიშვილი ივანიშვილს სამომავლოდ თავის გადასარჩენად სჭირდება - თაკო ჩარკვიანი

08.10.23 17:55
ზურაბიშვილი ივანიშვილს სამომავლოდ თავის გადასარჩენად სჭირდება - თაკო ჩარკვიანი

აბსოლუტური იმიტაცია, - ასე აფასებს "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი იმ ფაქტს, რომ პრეზიენტი ილჰამ ალიევის ჩამოსვლის შესახებ  საქმის კურსში არ ჩააყენეს. 

ოპოზიციის წევრის თქმით, ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილი სამომავლოდ თავის გადასარჩენად სჭირდება. 

ის, რომ არა ახვედრებს ივანიშვილი, ეს არის აბსოლუტური იმიტაცია, რომ ვიღაც ქალბატონი აქ არსებობს, რომელიც დასავლეთის მომხრეა, ხოლო მეორე ჯგუფი არ არის მომხრე. ეს არის სამომავლოდ ივანიშვილის მიერ გათვლილი ჭადრაკის დაფაზე მოთამაშე, რომელიც მას აუცილებლად დასჭიერდება სამომავლოდ თავის გადასარჩენად, - ამბობს თაკო ჩარკვიანი.  

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჩამოვიდა. ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი ინფორმირებული არ ყოფილა.  

მსგავსი სიახლეები