აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია - რატომ დაუმალა "ოცნებამ" ალიევს ზურაბიშვილი?
აზერბაიჯანის პრეზიდენტს "ქართულმა ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილი უკვე მეორედ დაუმალა. პრემიერ-მინისტრმა ალიევს საქართველოს პრეზიდენტი არ შეახვედრა. უფრო მეტიც, ზურაბიშვილმა საერთოდ არ იცოდა, რომ თბილისში მეგობარი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი ჩამოდიოდა.
ოპოზიციის შეფასებით, "ოცნება" ამ ნაბიჯით გადაყენების მოლოდინში მყოფ ზურაბიშვილსს ეუბნება, რომ ვერ ანდობს სტრატეგიულ პარტნიორებთან კომუნიკაციას.
რისთვის უმალავენ მოქმედ პრეზიდენტს აზერბაიჯანელი კოლეგის ვიზიტს დღეს მედიამ ვერ გაარკვია. ამის ახსნა საგარეო საქმეთა მინისტრსაც კი გაუჭირდა.
რა გავიგეთ ალიევი - ღარიბაშვილის ერთობლივი ბრიფინგიდან? აზერბაიჯანი ანაკლიის პორტითაა დაინტერესებული. ირაკლი ღარიბაშვილმა კი შუამავლის როლი უნდა შეასრულოს ბაქო - ერევნის კონფლიქტის მოგვარებაში.
გახდება თ არაა თბილისშიი სამმხრივი შეხვედრის მასპინძელი, ეს ჯერჯერობით უცნობია.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.