ისრაელი ცდილობს, გაამართლოს მორიგი თავდასხმა - გაეროში პალესტინის ელჩი
გაეროში პალესტინის ელჩი რიად მანსური ამტკიცებს, რომ ისრაელს პალესტინელების წინაშე არანაკლები დანაშაული მიუძღვის. მაღალჩინოსანი ირწმუნება, რომ ებრაელებმა 370 პალესტინელი მოკლეს, მათ შორის ბავშვებიც.
რიად მანსური ომის შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობს და ფიქრობს, რომ პოლიტიკური ჰორიზონტის გახნის დროა.
როდესაც ისრაელი ცდილობს გაამართლოს მორიგი თავდასხმა იმავე გაუმართავი წინაპირობით, არავინ უნდა თქვას ან გააკეთოს რამე, რათა წაახალისოს იგი ამ გზაზე. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ შეტყობინებები ისრაელის თავის დაცვის უფლების შესახებ განიმარტება ისრაელის მიერ, როგორც მკვლელობის ნებართვა. იმ გზაზე გატარება, რამაც აქ მოგვიყვანა. ერთ დღეში უკვე დაიღუპა 370 პალესტინელი, მათ შორის ბავშვები. ძილში მთელი ოჯახი დახოცეს, მოიტანს ეს უსაფრთხოებას, ეს ხელს შეუწყობს მშვიდობას? ერთადერთი, რასაც ისრაელმა მიაღწია, იყო საშინელი ტანჯვის მიყენება მთელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. დროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა და სისხლისღვრა და დროა შეწყდეს ეს ბლოკადა და გაიხსნას პოლიტიკური ჰორიზონტი", - ამბობს, გაეროში პალესტინის ელჩი, რიად მანსური.