ისრაელი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი მოქალაქეები დაცულები არიან, ახლა ესაა საყურადღებო - ბლინკენი
ამერიკა ისრაელს სამხედრო დახმარებას გააგზავნის. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ მთელი ყურადღება ახლა ისრაელის მოქალაქეების დაცვაზე უნდა იქნეს გადატანილი.
ჩვენ გვექნება ბევრი დრო, ისრაელებს ექნებათ ბევრი დრო ამის გასათვალისწინებლად, ყველა ჩვენთაგანს გვექნება დრო ამის გასარკვევად. ახლა ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ ისრაელს აქვს ის, რაც სჭირდება ამ თავდასხმისთვის და დარწმუნდეს, რომ მისი მოქალაქეები დაცულები არიან, ამაზე უნდა გადავიტანოთ მთელი ყურადღება", - ანტონი ბლინკენი.