2024 წლის არჩევნები და ელექტრონული კენჭისყრა - რა საფრთხეებზეა საუბარი

09.10.23 12:20
2024 წლის არჩევნები და ელექტრონული კენჭისყრა - რა საფრთხეებზეა საუბარი

2024 წლის არჩევნები და ელექტრონული კენჭისყრა - რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებისთვის, ამ საკითხზე "სამართლიანი არჩევნების" ორგანიზებით კონფერენცია მიმდინარეობს.

ელექტრონული წესით ხმის მიცემა ქვეყნისთვის ახალი გამოწვევაა, ამიტომ არასამთავრობო სექტორმა რეკომენდაციები შეიმუშავა.

ნინო დოლიძის თქმით, ახალმა ტექნოლოგიებმა კარგად იმუშავა, მაგრამ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჯერ ამომრჩეველი არ არის ინფორმირებული სიახლეებთან დაკავშირებით.

ცესკო მოვიწვიეთ, რათა ისაუბროს იმ ცვლილებებზე, რომელიც დაინერგა ხმის მიცემის პროცედურების დროს, ხოლო ჩვენ გავაკეთებთ პირველად შეფასებებს, სადაც ვისაუბრებთ ამ შუალედური არჩევნების მიგნებებზე და ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების დროს საზოგადოების ინფორმირება, საარჩევნო ადმინისტრაციის მიწოდება. მეტ-ნაკლებად ვფიქრობთ, რომ ტექნოლოგიებმა კარგად იმუშავა გარდა რამდენიმე ცალკეული შემთხვევებისა და მთავარ პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ ჯერ ამომრჩეველი არ არის ინფორმირებული ამ სიახლეებთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია მათი ინფორმირება", - ამბობს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე. 

შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარეც ესწრება, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, "ცესკო"ს აქვს მთელი რიგი დამზღვევი მექანიზმები, როგორიც არის ყველა უბნის გადათვლა, სადაც აპარატი იქნება განთავსებული. მონაწილეებს კი წარუდგენენ ინფორმაციას 2018 წლიდან დღევანდელ დღემდე რა განვითარება პოვა საარჩევნო ტექნოლოგიებმა.

ვუპასუხებთ ყველა კითხვას, მითს თუ დეზინფორმაციას, რომელიც დღევანდელ დღემდე ამ ტექნოლოგიური მნიშვნელოვანი პროცედურის ირგვლივ გავრცელდა, ასევე მონაწილეებს წარვუდგენთ ინფორმაციას 2018 წლიდან დღევანდელ დღემდე როგორ მოვედით, რა განვითარება პოვა საარჩევნო ტექნოლოგიებმა. მოდერნიზებული არჩევნების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მთელი რიგი დამზღვევი მექანიზმები, როგორიც არის ყველა უბნის გადათვლა, სადაც აპარატი იქნება განთავსებული. მარკირების პროცესის არსებობა პროცესში, ორმაგი და უტყუარი დადასტურება ამომრჩევლის მონაწილეობას არჩევნებში", - ამბობს "ცესკო"-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი.

ოპოზიციაში საუბრობენ, ელექტრონული არჩევნების დადებით მხარეებზე, მაგრამ საუბარია რისკებზეც. ხათუნა სამნიძის თქმით, ელექტრონული საშუალებების გამოყენება აზღვევს რისკებს, მაგრამ საფრთხისშემცველია არჩევნების უშუალო დღემდე, რაც გულისხმობს ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, დაშანტაჟებას, რაზეც სამნიძის თქმით "ოცნება" უარს არ იტყვის.

ელექტრონული საშუალებების გამოყენება აზღვევს ძალიან ბევრ რისკს, რომელიც დაკავშირებულია არჩევნების გაყალბებასთან, მაგრამ მთავარი რაც ხდება გაყალბების თვალსაზრისით არის არჩევნების დღემდე და არა საარჩევნო უბანში, როგორც წესი ეს არის მოსყიდვა, დაშინება, დაშანტაჟება, ეს საკითხები არის პოლიტიკური ნების საკითხი და მე რა თქმა უნდა არ მაქვს მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" უარს იტყვის გაყალბების ამ სასტიკ მეთოდებზე", - ამბობს "რეფორმების ჯგუფის", თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე.

მსგავსი სიახლეები