ძალიან დიდია უსამართლობის განცდა! - სერტიფიცირებული დირექტორების მიმართვა განათლების მინისტრს

09.10.23 12:13
ძალიან დიდია უსამართლობის განცდა! - სერტიფიცირებული დირექტორების მიმართვა განათლების მინისტრს

"ძალიან დიდია უსამართლობის განცდა! ძალიან მზარდია უკმაყოფილების ფონი!" - ამ მიმართვას სერტიფიცირებულ დირექტორთა საინიციატივო ჯგუფის ექვსი წევრი განათლების მინისტრის სახელზე ავრცელებს. განცხადების ავტორები წერენ, რომ საჯარო სკოლებისთვის დირექტორების წარდგენაზე სამინისტროს გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია და მწვავეა უსამართლობის განცდა.

მინისტრისადმი მიმართვაში ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ ბევრი რამ მინისტრის გვერდის ავლით მოხდა და „რომ მავანნი შეირჩა „მფარველი“ ზემდგომების დახმარებით და ეს ინფორმაცია თქვენამდე არ მოდის“

სოციალურ ქსელებში საუბარი მიდის იმაზეც რომ კანდიდატები შეირჩნენ პარტიული ნიშნით და რომ საკმარისი არ იყო ზეპარტიულობა ან არცერთი პარტიის წევრობა და საჭირო იყო მმართველი წევრობა. რომ, წარდგენილი და დატოვებული დირექტორები იქნებიან „პარტიული საარჩევნო შტაბების უფროსები“ და ა.შ. არადა, ერთ-ერთ შეხვედრაზე გვითხარით, პარტიულ მიკუთვნებულობას ჩემთვის აზრი არ აქვსო," - წერია განცხადებაში.

სერტიფიცირებული დირექტორის საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან დავით ფერაძე, ქეთი ცირეკიძე, მარი ქვრივიშვილი, თამილა ხარაბაძე, თამთა კვენეტაძე, ანიკა თოლორაია, ნანი სალია, ნათია იასაღაშვილი. 

5 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ იმ საჯარო სკოლების სია გამოაქვეყნა, სადაც დირექტორთა არჩევნები გაიმართება. სკოლებთან ერთად გამოქვეყნდა სამეურვეო საბჭოებისთვის ასარჩევად წარსადგენი კანდიდატების სიაც. სამინისტროს გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით არჩევნები 927 სკოლაში გაიმართება და სკოლების უმეტესობაში თითო-თითო კანდიდატია წარდგენილი. რაც ნიშნავს იმას, რომ სამეურვეო საბჭოებს არ ექნებათ არჩევანის შესაძლებლობა შესაძლებლობა.

მსგავსი სიახლეები