ამერიკის სამხედრო ხომალდები ისრაელისკენ მიემართებიან

09.10.23 12:24
ამერიკის სამხედრო ხომალდები ისრაელისკენ მიემართებიან

ამერიკამ ისრაელის მხარდასაჭერად და "ჰამასის" თავდასხმაზე საპასუხოდ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში გაგზავნა ავიამზიდი, გემები და თვითმფრინავები. ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელს დამატებითი აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალით დაეხმარება.

ამერიკის გადაწყვეტილება მოჰყვა "ჰამასის" თავდასხმას სამხრეთ ისრაელზე, რომელსაც პრეზიდენტმა ბაიდენმა "უპრეცედენტო და შემზარავი თავდასხმა" უწოდა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, შემდგომი სამხედრო დახმარება ისრაელს უახლოეს დღეებში გაეგზავნება. 

ბოლო ცნობებით, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, 600-ზე მეტი დაღუპულის შესახებ იუწყებიან, ჰამასი კი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში 370 პალესტინელია დაღუპული.

ისრაელის მთავრობის პრესსამსახური 2000-ზე მეტი დაშავებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, დაშავებულთა რაოდენობა 2200-მდე აღწევს.

მსგავსი სიახლეები