პრეზიდენტის იმპიჩმენტის კენჭისყრა ისევ ფარული პრინციპით ჩატარდება

09.10.23 12:56
პრეზიდენტის იმპიჩმენტის კენჭისყრა ისევ ფარული პრინციპით ჩატარდება

რისთვის ან ვისთვის შეაქვს "ქართულ ოცნებას" რეგლამენტში ცვლილებები? -  "პირველებმა" გაარკვია, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის კენჭისყრა ისევ ფარული პრინციპით ჩატარდება, რადგან მმართველი პარტია პაპუაშვილის და კიდევ ექვსი დეპუტატის მომზადებულ პროექტს ნოემბრამდე არ დაამტკიცებს. არადა, ჯერ კიდევ გუშინ იყო პოზიცია, რომ "ოცნება"  ცვლილებებათა პაკეტის განხილვას დაჩქარებულ ვადებში აპირებდა.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ მმართველ პარტიას რეგლამენტშ ცვლლებები სამომავლოდ იმისთვის შეაქვს, რომ ყველა დეპუტატის გაკონტრილება შეძლოს. 

ფარული კენჭისყრის პირიციპი უზრუნველყოფს  თითოეული დეპუტატის საკუთარ გადაწყვეტილების დაფიქსირებას და ის, რომ ეს ფარულობა იხსნება და მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის შემთხვევაში რჩება ძველი წესი, კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ ეს იქნება დამატებითი ზეწოლის ბერკეტი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაზე დეპუტატის და საბოლოო ჯამში, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ‘ქართული ოცნების“ შიშს, რომ ვინმეს ხელი არ გაექცეს და საწინააღმეგო პოზიცია არ დააფიქსიროს ისე, როგორს ეს რუსული კანონის შემთხვევაშ მოხდა, - ამბობს თეონა აქუბარდია. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები