Wizz Air-ი თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისებს წყვეტს

09.10.23 12:43
Wizz Air-ი თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისებს წყვეტს

ავიაკომპანია Wizz Air ისრაელში არსებული ვითარების გამო, თელ-ავივის მიმართულებით ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ვაგრძელებთ სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს და შესაბამის ორგანოებთან კონტაქტში ვიმყოფებით“, - აცხადებენ კომპანიაში.

CNN-ის ინფორმაციით, ავიაკომპანიებს, რომლებმაც ისრაელის მიმართულებით და პირიქით ავიამიმოსვლა შეაჩერეს, რამდენიმე აზიური ავიაკომპანიაც შეუერთდა. კერძოდ, ფრენები შეაჩერა: Korean Air-მა, Air India-მა, Cathay Pacific-მა.

ისრაელში განვითარებული მოვლენების გამო თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისები შეწყვიტეს: United Airlines-მა, American Airlines-მა და Delta Air Lines-მაც.

მსგავსი სიახლეები