რა გინდათ, პრეზიდენტმა დენის დავალიანება ვერ გადაიხადოს? - ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

09.10.23 13:19
რა გინდათ, პრეზიდენტმა დენის დავალიანება ვერ გადაიხადოს? - ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში - ჩხუბი ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას" შორის ბიუჯეტის პროექტის გამო დაიწყო. 

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები აცხადებენ, რომ ქვეყნის ფინანსური დოკუმენტი სოციალურ პრობლემებსა და თავდაცვის გამოწვევებზე არაა მორგებული. 

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა დავით კირკიტაძემ აღნიშნა, რომ ახალი ბიუჯეტით პრეზიდენტს დაფინანსება უმცირდება, რაზეც კირკიტაძე ვარაუდობს, რომ "ოცნება" გამიზნულად სჯის სალომე ზურაბიშვილს.

პრეზიდენტს ბიუჯეტს უკვეცავთ და უმცირებთ ბიუჯეტს, 1/3 რჩება მას ბიუჯეტის, რა გინდათ - უცხოური ვიზიტები ხომ აუკრძალეთ, რა გინდათ, რომ პრეზიდენტმა დენის დავალიანება ვერ გადაიხადოს? თანამშრომლებზე ხელფასი ვერ გასცეს თუ რა, მაშინ, რას მოგვახვიეთ ეს ადამიანი, ჩვენი არჩევანი არ ყოფილა, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო ეს ადამიანი,“ - ამბობს დავით კირკიტაძე. 

დავით კირკიტაძის პასუხად, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ დეპუტატს არასწორი ინფორმაცია აქვს.

 8 მილიონ 900 ათასი, წელს ჰქონდა 9 მილიონ 300 ათასი, მომავალ წელს აქვს 9 მილიონ 600 ათასი, რა მცირდება, სად ნახეთ, მართლა არასწორი ინფორმაცია გაქვთ ნანახი," - ამბობს კაკაურიძე.

მსგავსი სიახლეები