კორუფციას დღეს სახელები აქვს საქართველოში - ღარიბაშვილი, კალაძე, ფარცხალაძე - ვაშაძე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს
"რამდენჯერ მოგვისმენია თქვენგან და თქვენი ხელმძღვანელებისგან ქამრების შემოჭერა, ქამრები კი არ შემოიჭირეთ, ქამრები დაიგრძელეთ" - ამ სიტყვებით მიმართა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძე იმ მთავარ პრობლემებზე საუბრობს, რაც მოსახლეობას აქვს და რომ ბიუჯეტი ამ მოთხოვნილებებზე არ არის გაწერილი. როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ამბობს, ბიუჯეტი კორუფციული მიზნებისთვის არის გაწერილი.
ციფრების კორიანტელია - შეკითხვა მაქვს შემდეგი - რატომ არ აისახება ეს ყველაფერი საქართველოს მოქალაქეებზე. პრემიერ-მინისტრს უკვე ჩარტერზე ნაკლებით ფრენა არ უნდა უცხოეთში, ხოლო ვინც უმუშევარი იყო, ისევ უმუშევარია. ჩამოყალიბდა მონოპოლიები და ელიტები ქვეყანაში, რომელსაც ჭარბი კი არა, ორნიშნა და ათნიშნა აქვთ და მილიარდერები გახდნენ.
რამდენჯერ მოგვისმენია თქვენგან და თქვენი ხელმძღვანელებისგან ქამრების შემოჭერა, ქამრები კი არ შემოიჭირეთ, ქამრები დაიგრძელეთ იმხელაზე, რომ ვეღარ ეტევით და სპეცქამრები გჭირდებათ, რომ შეუკვეთოთ. ქამარს თუ შემოიჭერს, კალაძე მილიარდერი ხომ აღარ იქნება, ღარიბაშვილი მილიარდერი ხომ ვეღარ იქნება და სპეცრეისებით ხომ ვეღარ ივლიან.
კორუფციას დღეს სახელები აქვს საქართველოში - ღარიბაშვილი, კალაძე, ფარცხალაძე - კონკრეტული ადამიანები, ვინც უსამართლოდ განაწილებული ფულიდან მილიონებს აკეთებს. ფარცხალაძე არ არის იმ სქემების უკან, ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 500 მილიონი რომ ვერ მივიღეთ?“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.