"ოცნების" დეპუტატმა არ იცის, რატომ გაძვირდა ბილეთები საომარი მოქმედებების ფონზე

09.10.23 13:21
"ოცნების" დეპუტატმა არ იცის, რატომ გაძვირდა ბილეთები საომარი მოქმედებების ფონზე

სახელისუფლებო გუნდის წევრი მიხეილ სარჯველაძე ირწმუნება, რომ ისრაელში საქართველოს საელჩო აქტიურად მუშაობს და საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფოს მხრიდან ყურადღების ცენტრში არიან. ამასთან, სარჯველაძე ამბობს, რომ თელავივიდან თბილისის მიმართულებით  რენების გაძვირების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. 

ეს არის უზარმაზარი ტრაგედია, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ცალკეული შემთხვევები და მეორე, რაც მნიშვნელოვანია, ეს არის მშვიდობისთვის ძირის გამოთხრა. უმნიშვნელოვანესია, რომ ამ კუთხით სწორად და სათანადოდ შეფასდეს მიმდინარე მოვლენები. რაც შეეხება მოქალაქეთა ვითარებას, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი საელჩო ფუნქციონირებს, აქტიურად მუშაობს და არაერთი თანამშრომელი ჩვენი საელჩოსი რეალურად უშუალო კომუნიკაციაში და ხაზზეა იქ მყოფ მოქალაქეებთან. ამის მცდელობები, რომ რეალურად გაირკვეს მდგომარეობა, სპეციფიკურ გარემოებებზე შეიძლება იყოს დამოკიდებული ევაკუაცისთან დაკავშირებით, ბოდიშს გიხდით, მაგრამ გაზრდასთან( ბილეთების ფასის) დაკავშირებით ფაქტს მე არ ვიცნობ, - ამბობს სარჯველაძე. 

მსგავსი სიახლეები