ბეჟაშვილი: ხელისუფლება ვალდებულია, საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციისთვის თანხები გამოყოს
ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი ხელისუფლებამ სამთავრობო ხარჯებით უნდა უზრუნველყოს. ოპოზიციის წევრის თქმით, მთავრობამ შესაბამისი ფონები უნდა გახსნას, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების საქართველოში დაბრუნებას დააფინანსებს.
მორალური მხარის შეფასება საზოგადოებისთის, მემგონი, მარტივი იქნება ამ ვითარებაში. იმავდროულად, ხელისუფლება არის ვალდებული, რომ თავისი სახსრებიდან, სამთავრობო ხარჯებიდან გამოყოს ის თანხები, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის უზრუნველსაყოფად. ამიტომ, აქ ხელისუფლების პასუხისმგებლობაც უნდა გამოიკვეთოს. მათ უნდა გახსნან შესაბამისი ფონდები და დააფინანსონ საქართველოს მოქალაქეების გადმოყვანა სამშობლოში, - ამბობს ბეჟაშვილი.
მას შემდეგ, რაც ისრაელში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა, თელავივის აეროპორტში ხალხმრავლობაა. მოქალაქეები ყველა გზით ქვეყნის დატოვებას ცდილობენ. შეზღუდული ფრენების ფონზე, "ჯორჯიან ეარვეისმა" გადაწყვიტა, რომ სტანდარტი ტარიფები გაეოთხმაგებინა და ბილეთების ფასები გაეზარდა. მხოლოდ ერთი გზის საფასური 2000 ლარზე მეტი ღირს მაშინ, როედსაც ბილეთის ღირებულება 550 ლარს არასროს აღემატებოდა.