"წელს სამხედრო ბიუჯეტი უნდა იყოს" - "აბსურდია" - კამათი ჭანკოტაძე-კაკაურიძეს შორის

09.10.23 13:32
"წელს სამხედრო ბიუჯეტი უნდა იყოს" - "აბსურდია" - კამათი ჭანკოტაძე-კაკაურიძეს შორის

რატომ არ აქვს ქვეყანას 2024 წელს სამხედრო ბიუჯეტი? - დეპუტატ დევი ჭანკოტაძის კითხვას კამათი მოჰყვა პარლამენტში. დეპუტატმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მიმართა, რატომ არ გაითვალისწინა სახელმწიფომ რეგიონში არსებული მდგომარეობა და ბიუჯეტი სამხედრო თვალსაზრისით საჭიროებებს რატომ არ მოარგეს.

ბიუჯეტი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მშვიდობიანად გადავლახოთ ეს სიტუაცია, ასე არ გამოვა. 230 მლნ ლარია გამოყოფილი, რომ თავდაცვის ძალებმა შეიძინონ შეიარაღება. ვთვლი, ეს არ არის საკმარისი, ეს დაახლოებით 85 მლნ დოლარია. მაგალითად, 85 მლნ დოლარად 1.5 ანტისაჰაერო ასეული შეგვიძლია შევიძინოთ, სადაც 9 დანადგარი შედის. თბილისი რომ დავიცვათ 7 ასეულ ასეთი გვჭირდება. ვერ ხედავთ ამ საფრთხეს? მთელი საქართველო ხედავს ამ საფრთხეს, ჩვენი მთავრობა - ვერა. რა გამოდის, ომისთვის მზადება არ მიდის. ამას ვერ გავექცევით, დიდი ალბათობით, მოხდება. ამ ბიუჯეტს რომ ვუყურებ, არ არის მზად. ამ წელს სამხედრო ბიუჯეტი უნდა იყოს“, - განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

დეპუტატის პასუხად ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ერთ წელში ბიუჯეტში მსგავსი ცვლილებების შეტანა შეუძლებელია.

სამხედრო ბიუჯეტი თუ გვექნება, უნდა გვქონდეს სხვანაირად გადალაგებული ბიუჯეტი. მაგრამ იმაშიც დამეთანხმეთ, რომ ერთ წელიწადში მილიარდიანი შესყიდვები ალბათ, შეუძლებელი იქნება, თუ რაღაც სხვა გარემოში არ აღმოვჩნდით. დღეს მილიარდი დოლარის შესყიდვა რომ გააკეთო და იარაღი მოგაწოდოს ვინმემ, არის აბსურდი,“ - განაცხადა კაკაურიძემ.

ჭანკოტაძემ მინისტრის მოადგილეს ის ნარატივი შეახსენა, რაზეც "ქართული ოცნება" დგას და მოსახლეობას აშინებს. 

თქვენი ნარატივი ასეთია, რომ ომი გინდათ? აშინებთ მოსახლეობას, ეგრე არ გამოგივათ. ყველაზე მეტად, ვისაც მშვიდობა უნდა, ეს არის სამხედრო,“ - მიმართა ჭანკოტაძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს.  
 

მსგავსი სიახლეები