საელჩო მათ დაბრუნებას არ უზრუნველყოფს, ყველა თვითონ აგვარებს ამ საკითხს - ისრაელში მცხოვრები ქართველი

09.10.23 14:27
საელჩო მათ დაბრუნებას არ უზრუნველყოფს, ყველა თვითონ აგვარებს ამ საკითხს - ისრაელში მცხოვრები ქართველი

„ატყდა პანიკა და ბევრმა ქართველმა გადაწყვიტა დაბრუნება. ნაწილი აპირებს დაბრუნებას და ნაწილი ჯერ უყურებს სიტუაციას. საელჩო მათ დაბრუნებას არ უზრუნველყოფს, ყველა თვითონ აგვარებს ამ საკითხს და ბრუნდებიან,“ - ამ განცხადებას ისრალეში მცხოვრები ქართველი თამი ლებანიძე „დღის ამბებთან“ აკეთებს.

როგორც ისრაელში მცხოვრები ქართველი ჰყვება, ის ახლა ქალაქ აშდოდში იმყოფება, სადაც დღეს საჰაერო განგაში იყო ჩართული, ჩამოვარდა რამდენიმე რაკეტაც.  თამი ლებანიძე ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც ქვეყანაში დაბრუნება სურს, საელჩო არ ეხმარება და საკუთარი ხარჯებით ბრუნდებიან სამშობლოში. 

იყო ძლიერი დარტყმები, ჩამოვარდა რამდენიმე ადგილას, მაგრამ მსხვერპლი არ არის. აშდოდშიც გაგვაფრთხილეს, რომ სახლიდან არ გავიდეთ, რადგან მოახერხეს ტერორისტებმა შემოპარვა, დაიჭირეს, მაგრამ მაინც საშიშია, რადგან ზუსტი რიცხვი არ იციან, ამიტომ მოგვიწოდებენ სახლში დარჩენისკენ. ყველაფერი დაკეტილია, ქალაქი ცარიელია. საჰაერო განგაშის სიგნალი ცოტა ხნის წინ იყო ჩართული, საკმაოდ ძლიერი დარტყმა იყო, უბრალოდ ისმის ახლა აფეთქებების ხმა, სავარაუდოდ, ღაზას სექტორიდან, თუმცა აქ სიმშვიდეა,“ - ამბობს ლებანიძე. 

     

მსგავსი სიახლეები