რა მშვიდობაზე გველაპარაკებით, მშვიდობაა ის, რომ ოჩამჩირეში პორტში იხსნება, ომის ახალი ფრონტი - სააკაშვილი
"რა მშვიდობაზე გველაპარაკებით, მშვიდობაა ის, რომ ოჩამჩირეში პორტში იხსნება, ომის ახალი ფრონტი?" - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე და აღნიშნა, რომ საზოგადოება ახალ მსოფლიო ომს ხედავს. ასევე, ხაზი გაუსვას ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის განზრახვას, ოჩამჩირეში სამხედრო საზღვაო პორტის გახსნასთან დაკავშირებით.
გასაგებია, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ფარცხალაძის საქმეებზეა საუბარი, მაგრამ ამის გარდა, მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ რაზეა ეს საქმე.
საქმე იმაშია, რომ დღეს მიმდინარეობს ახალი მსოფლიო ომი. ჩვენ ვართ იმ სიტუაციაში, რომ რაღაც მოხდეს. რა მშვიდობაზე გველაპარაკებით, მშვიდობაა ის, რომ ოჩამჩირეში პორტში იხსნება, უკრაინაში რუსების ომის ახალი ფრონტი," - ამბობს სააკაშვილი.
ამასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მსოფლიოში მიმდინარე მძიმე პროცესებიც შეაფასა და თქვა, რომ რაც ახლა ისრაელში ხდება, სიბნელისა და სინათლის ბრძოლაა:
მსოფლიოში ახალი მსოფლიო ომი მიმდინარეობს, დაიწყო და განვითარდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, უკრაინაში, ახლა ისრაელში. ამ სიტუაციაში ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, ნებისმიერ მომენტში შეიძლება რაღაც დაიწყოს და მოულოდნელ და კატასტროფულ მოვლენასთან გვქონდეს საქმე...
ის, რაც ხდება ახლა ისრაელში, სიბნელისა და სინათლის ბრძოლა. იმაში, რომ ამის უკან რუსეთი დგას, საერთოდ არ მეპარება ეჭვი,“ - განაცხადა სააკაშვილმა.