CNN: ჰამასის წევრებმა ტყვეების ნაწილი აწამეს

09.10.23 14:54
CNN: ჰამასის წევრებმა ტყვეების ნაწილი აწამეს

ჰამასის წევრებმა იმ ტყვეების ნაწილი აწამეს, რომლებიც შაბათის თავდასხმის დროის გაიტაცეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ჟურნალისტებმა ის ვიდეო გაშიფრეს, რომელზეც ისრაელის 5 მოქალაქე ჩანს. სხვა ვიდეოში, რომელიც, პრაქტიკულად, იგივე ადგილასაა გადაღებული, ჩანს შეიარაღებული მებრძოლები, დამწვარი ავტომობილები და 4 ცხედარი, რომელიც მიწაზე დევს. 

ვიდეომასალის შედარების დროს, CNN-ის ჟურნალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ცოცხალი ტყვეები პირველ ვიდეოში და ცხედრები მეორეში, ერთი და იგივე ადამიანები არიან. ამაზე მიუთითებს ერთნაირი ტანისამოსი და თმის ვარცხნილობები. რა მოუვიდათ ტყვეებს, უცნობია. 
 

მსგავსი სიახლეები