წარსულში შეიძლება ერთმანეთი გძულდეთ, მაგრამ საერთო მიზნები უნდა გვაერთიანებდეს - სააკაშვილის მიმართვა ოპოზიციას
"შეიძლება წარსულში ერთმანეთი გძულდეთ, მაგრამ საერთო მიზნები უნდა გვაერთიანებდეს", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას სასამართლო სხდომიდან დისტანციურად ჩართვის დროს.
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდებს. მესამე პრეზიდენტი ოპოზიციას აფრთხილებს, რომ ოლიგარქ ივანიშვილის რუსეთთან მჭიდრო კავშირების გამო, საქართველოში ვითარება ნებისმიერ დროს შეიძლება დაიძაბოს, ამიტომ ოპოზიციურ პარტიებს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი უნდა ჰქონდეთ და სიმშვიდე შეინარჩუნონ.
მიხეილ სააკაშვილი მიმართავს ემიგრანტებსაც და ამბობს, რომ უკან დაბრუნების დრო ახლოვდება. რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში რუსების მიერ სამხედრო საზღვაო პორტის მშენებლობას, სააკაშვილის თქმით, სიტუაცია შეიცვლება და ეს პორტიც საქართველოს მოქალაქეებს დარჩებათ.
ნებისმიერ მომენტში აქ შეიძლება მოვლენები სწრაფად განვითარდეს. მჭიდრო კონტაქტები უნდა გვქონდეს,
თქვენთან ერთად ვარ. მშვიდად უნდა ვიყოთ. ხელები არ ჩამოუშვათ.მომენტი მოდის საქართველოსთვისაც. რთული მომენტები გვაქვს დამდგარი. ხალხი გარბის, მალე ხმის ამომღები აღარ დარჩევაა," - ამბობს სააკაშვილი.