საქმე „ეფესბეს“ ოფიცერი ფარცხალაძის მეშვეობით შემიკერეს - მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმეს "პოლიტიკურს" უწოდებს და ამბობს, რომ ის თავიდან ბოლომდე "რუსეთის აგენტობაში მხილებულმა ოთარ ფარცხალაძემ შეკერა".
რაც შეეხება დღევანდელ საქმეს, ეს არის პოლიტიკური საქმე. „ეფესბეს“ ოფიცერი ფარცხალაძის მეშვეობით ხდებოდა ამ საქმის შეკერვა. იმისათვის, რომ ამ საქმის პოლიტიკური საქმე გავიგოთ, უნდა გესაუბროთ, რაზეა საერთოდ საუბარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფარცხალაძის შეკერილ საქმეებზეა საუბარი"- ამბობს სააკაშვილი