ისრაელში ეთნიკურად ქართველ ქალს ეძებენ - რას ამბობს დაკარგულის მამა

09.10.23 15:25
ისრაელში ეთნიკურად ქართველ ქალს ეძებენ - რას ამბობს დაკარგულის მამა

ისრაელში ეთნიკურად ქართველ ქალს ეძებენ. თამარ გოლდებერგი იმ მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა, რომელსაც თავს ტერორისტები დაესხნენ.

"პირველებმა" ცოტახნის წინ ჩაწერა გოლდბერგის მამა. კაცი აცხადებს, რომ დააკარგულ შვილს საკუთარი ძალებით ეძებს.

ცნობილია, რომ მუსიკალური ფესტივალის ადგილი ტერორისტების თავასხმის პირველი სამიზნე იყო. სწორედ ამ ტერიტორიაზე 240 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, თუმცა გოლდბერგის მამა ამ ბობს, რომ გარდაცვლილებს შორის მისი შვილი არ იყო.

ორი დღეა ვეძებ თამარს. ე.ი. სიები არის, ყველა სიაშ არის თამარი, ცოცხალია, ეს ვიცით, მაგრამ ჯერჯერობით გამოსაყვანია და ვერ გამოგვყავს, იმიტომ, რომ ტელეფონის ზარი, ინტერნეტი, ყველაფერი გათიშულია. 6 ათასი კაცი იყო შეკრებილი ერთ ადგილას, იმ ადგილას, სადაც შეტაკება დაიწყო. იყო ზარი, ჩემი გოგოს, თამარის ზარი იყო, „გამოვდივარ იქიდანო“. მანქანით იყვნენ. ეს იყო მიახლოებით 6 საათზე და 7-ის მერე კვალი იკარგება. ტელეფონი გათიშულია. ჩვენი ვარაუდით, შიგნით არის ოჯახში და ყოველ დღე მივდივარ იქ, ჯარი სადაც დგას. ე.ი. ჯარი რომ მიიწევს ნელ-ნელა წინ, 100-200 მეტრით მიიწევს წინ, ჩვენც შევდივართ შიგნით. 8 სოფლიდან 5 სოფელი შევამოწმეთ. სამნი იყვნენ სულ მეგობრეი, თანაკლასელებთან ერთად იყო, - ამბობს გოლდბერგის მამა გოჩა კორსანტია. 

 

 

მსგავსი სიახლეები