შემიძლია კიდევ ერთხელ გავუგზავნო ფიცის ტექსტი, წაიკითხონ და ამის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილება - პაპუაშვილი ოპოზიციაზე

09.10.23 15:24
შემიძლია კიდევ ერთხელ გავუგზავნო ფიცის ტექსტი, წაიკითხონ და ამის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილება - პაპუაშვილი ოპოზიციაზე

ცვლილებები რეგლამენტში - პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო. შალვა პაპუაშვილისა და კიდევ ექვსი დეპუტატის მომზადებული კანონპროექტი, რომელიც რეგლამენტში ცვლილებებს ითვალისწინებს ბიუროზე ოფიციალურად დააინიცირეს.

"ოცნება" პრეზიდენტის იმპიჩმენტის კენჭისყრის წესს ნოემბრიდან ცვლის. რაც იმას ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაყენების საკითხს მმართველი პარტიის დეპუტატები ფარულად დაუჭერენ მხარს.

ოპოზიციის განცხადებების შემდეგ კანონპროექტის ავტორი პარლამენტის თავმჯდომარე იძულებული გახდა განმარტებები გაეკეთებინა. პაპუაშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ერთმანეთის მიმართ ნდობის პრობლემა არ აქვს და უნდობლობა ოპოზიციის რიგებშია.

რაც შეეხება იმპიჩმენტს, შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსგან პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის აღიარებას ელოდება. პაპუაშვილი მზადაა, რომ ოპოზიციას ფიცის ის ტექსტი გადაუგზავნოს, რომელიც პარლამენტში დადეს.

ფიცი, როცა აქვს ადამიანს დადებული კონსტიტუციაზე და თუკი დადგენილია, რომ ერთ-ერთმა კონსტიტუციურმა ორგანომ დაარღვია კონსტიტუცია და არა უბრალოდ, შემთხვევით, გაუფრთხილებლობით, არამედ განზრახ, მრავალჯერ და საჯაროდ დაარღვია და არც აპირებს რამის შეწყვეტას, მოლოდინი მაქვს, რომ რაღაცნაირად თავის ფიცს გაიხსენებენ, შემიძლია კიდევ ერთხელ გავუგზავნო ფიცის ტექსტი, წაიკითხონ ეს ტექსტი და ამის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილება.

მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენი პოზიცია არის სწორი, რომ ქართველი ხალხის პოზიცია, რომ უნდა იცხოვრონ საპარლამენტო რესპუბლიკაში, ეს არის სწორი და ამას დაეთანხმება საკონსტიტუციო სასამართლო.

ვინ არ ენდობა საკუთარი გუნდის წევრებს ჩანს, ხომ, იმდენად არ ენდობიან ერთმანეთს, რომ არც კი შემოდიან, თითი რომ არ მიაჭირონ. პირიქით, გამჭვირვალობა მათ აშინებთ, იმიტომ, რომ ის ჩამოშლა, რაც აქვთ გუნდში, გამოჩნდება კენჭისყრის დროს. რაც შეეხება ნდობას, მე მგონი, ეს ნდობა არაერთხელ დადასტურდა გუნდის შიგნით,“ - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

მსგავსი სიახლეები