როგორ ჩატარდება არჩევნები 2024 წელს - რას ამბობს ცესკოს თავმჯდომარე
როგორ ჩატარდება არჩევნები 2024 წელს - ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა დეპუტატებს მიაწოდა. კალანდარიშვილს მომზადებული ჰქონდა პრეზენტაცია, სადაც გაწერილი იყო პროცედურები. ცესკოს თავმჯდომარე დღეს ირწმუნებოდა, რომ არჩევნების გაყალბება შეუძლებელი იქნება.
აღსანიშნავია ის საკანონმდებლო, დამცავი, დამატებითი მექანიზმები, როგორიც არის ყველა საარჩევნო უბნის გადათვლა, სადაც საარჩევნო ტექნოლოგიური აპარატები იქნება განთავსებული, ასევე ტრადიციული უბნების შემთხვევაში ბიულეტენის გაციფრულება და გასაჯაროება და ხელმისაწვდომობა. ემიგრანტების შემთხვევაში საკანონმდებლო დონეზე გაიზრდა ვადები, ამომრჩევნების მიმართვიანობის ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც ამომრჩეველი არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და მათ არჩევნებშ მონაწილეობის მიზნით შეუძლიათ მიმართონ შესაბამის საკონსულლო დაწესებულებებს, - თქვა კალანარიშვილმა.